21:21 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 15:01:25, 527 ნახვა

მსოფლიო
EU-მ ბელარუსის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, ბელარუსში 28 ადამიანის მიმართ, "შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო", სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, სანქციები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს (ГУБЭПиК) უფროსის ორ მოადგილეს, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღანელებს შეეხო.

ასევე შეზღუდვები გავრცელდება სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა წევრებზე, კერძოდ, პროკურორებსა და მოსამართლეებზე, რომლებმაც "პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ 2020 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ან რომლებიც უბრალოდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ".

"რეჟიმის ეს პროპაგანდისტები ბელარუსის საზოგადოებას შეგნებულად აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას რეპრესიების შესახებ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულს და ხელი შეუწყვეს სიძულვილის გაღვივებას დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ",- აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics