21:20 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 11:40:03, 491 ნახვა

მსოფლიო
მადურო - ევროკავშირი არის სამარცხვინო - საკუთარი ხელისუფლების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, საკუთარი ხელისუფლების დასაცავად "ყველაფერს გააკეთებს".

მადურომ, რომელიც სამხედროებს შეხვდა, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა და ევროკავშირში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

“ევროკავშირი არის სამარცხვინო“,- თქვა მადურომ. 

როგორც მან აღნიშნა, ის "ვენესუელაში გადატრიალების მცდელობას უპირისპირდება".

პრეზიდენტმა ოპონენტებიც გააკრიტიკა და მათ "ბინძური ვირთხები და ბოროტი ძალები" უწოდა - შემდეგ კი, ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინსა და ფრანცისკო ფრანკოს შეადარა და აღნიშნა, რომ "არასდროს დანებდება".

შეგახსენებთ, 28 ივლისს, ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. ვენესუელის ოპოზიციამ შედეგები არ აღიარა და განაცხადა, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. აღნიშნულის შემდეგ დედაქალაქ კარაკასსა და სხვა დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა ევროკავშირი და თქვა, რომ "არჩევნების შედეგების აღიარება შეუძლებელია" და რომ EU ვენესუელაში "თვითნებური დაკავებების მზარდი რაოდენობისა და ოპოზიციის შევიწროების გამო, სერიოზულად შეშფოთებულია". როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, "კავშირმა მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას, შეწყვიტოს თვითნებური დაკავებები, რეპრესიები და ძალადობრივი რიტორიკა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics