|
2024-08-02 11:20:10, 470 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბორელის თქმით, ევროკავშირისთვის, რუსეთსა და ბელარუსში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლება "შვება". „ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების, რაც თურქეთის დახმარებით მოხდა. გათავისუფლებული აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების მიერ პოლიტიკური მიზეზებით უსამართლოდ იდევნებოდნენ და დაპატიმრებულნი იყვნენ გაუსაძლის პირობებში. პოლიტპატიმრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ უსამართლოდ არიან დაკავებულები რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ“,- აღნიშნულია ბორელის განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)