09:33 - 10 May, 2026
|
2024-08-01 13:42:40, 450 ნახვა
მსოფლიო
რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს
რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი ოფიციალურად დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი ზვართნოცის აეროპორტში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაურმა, ედგარ უნანიანმა და სომხეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა, რომან გოლუბიცკიმ მოაწერეს. პროტოკოლში აღნიშნულია, რომ "სომხური მხარე რუსეთს ხანგრძლივი ერთობლივი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს". რუსი მესაზღვრეები აეროპორტში სომეხ კოლეგებთან ერთად 1992 წლიდან იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)