|
2024-07-29 17:46:22, 436 ნახვა
ეკონომიკა
Global Brands Magazine-მ „საქართველოს ბანკი“ 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დაასახელა
"საქართველოს ბანკმა" მორიგი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დასახელდა. დაჯილდოება „Global Brand Awards“ ბრიტანული გამოცემა Global Brands Magazine-ის ინიციატივით იმართება და იგი სხვადასხვა ინდუსტრიაში გამორჩეული მიღწევებისა და პერფორმანსის მქონე ინსტიტუტების წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება. წელს, ქვეყნის მასშტაბით, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებს შორის, გამოცემის ფოკუსში მხოლოდ "საქართველოს ბანკი" მოხვდა. იგი საბანკო სექტორში უნიკალური და გამორჩეული სერვისის მიმწოდებელ ბრენდად შეფასდა. "საქართველოს ბანკმა" ეს აღიარება მოიპოვა ინოვაციის, ხარისხის, ბრენდის აქტივობების, მაღალი დონისა მომსახურებისა და პერფორმანსის კუთხით გაწეული ძალისხმევის გამო, რაც რეგიონში მტკიცე საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია Global Brands Magazine-ის შეფასებაში. "მოხარული ვართ, რომ საბანკო სისტემის განვითარებაში "საქართველოს ბანკის" მიერ შეტანილი წვლილი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო გამოცემის მიერ. ყველაზე სანდო საბანკო ბრენდის ტიტული ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც "საქართველოს ბანკმა" გასული წლების განმავლობაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მისაღწევად, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და ბრენდის გაძლიერებისთვის გასწია. ყველა პროცესი, რომელიც "საქართველოს ბანკში" ხორციელდება, სწორედ სანდოობის მაღალი სტანდარტების განმტკიცებას ემსახურება, ამიტომ ვამაყობთ, რომ დაჯილდოების ფარგლებში ბანკმა ამგვარი შეფასება დაიმსახურა. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს, მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ყველაფერი გვაძლევს ძალას, არ გავჩერდეთ და არაერთი საინტერესო ინიციატივა განვახორციელოთ“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, Global Brands Magazine ბრიტანული გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბრენდის შესახებ მოსაზრებებსა და სიახლეებს აშუქებს. დაჯილდოების ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს კი როგორც გამოცემის მკვლევართა გუნდი, ისე დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტო აფასებს. ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებსა და კომპანიებს, რომლებიც ფინანსების, განათლების, ტექნოლოგიების და სხვა ინდუსტრიების მასშტაბით გამორჩეულ პერფორმანსს აჩვენებენ.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)