|
2024-07-26 14:03:45, 418 ნახვა
ეკონომიკა
ნასარიძე - წლევანდელი წელი სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის კუთხით გამორჩეულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის ზრდასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მოცვის და ხორბლის კულტურებთან ერთად, თენგიზ ნასარიძემ ყურადღება ატმის ექსპორტის და დაბინავების საკითხებზეც გაამახვილა. “ბოლო წლებია კახეთში ატამი ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველა ხელშემწყობი პირობაა იმისთვის, რომ რეალიზება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ჩვენ ფაქტობრივად მოსავლის აღების და რეალიზების შუა პერიოდში ვართ. იცით, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის დაბინავებისა და ექსპორტის მიმართულებით შეფერხებების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას. დღეისათვის, დაახლოებით 16 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ატმის ექსპორტია განხორციელებული. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია ასევე შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30-40 ასეთი პუნქტი მუშაობს. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ატმის ჩაბარება და რეალიზება. სასიხარულოა, რომ ფასის და ხარისხის მიმართულებით შეიმჩნევა ფერმერების კმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, წლების განმავლობაში ქართველი ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის ხელშესახებ შედეგებს და, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით. მათ შორისაა მოცვი, რომლის წარმოების და ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ნასარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოდან მოცვის ექსპორტში ევროკავშირის წილს და აღნიშნა, რომ მოცვი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლევანდელი წელი გამორჩეულია სტრატეგიული პროდუქტის - ხორბლის მოსავალიანობითაც. გაზრდილია, როგორც საჰექტრო მაჩვენებელი, ასევე მაღალია ხორბლის ხარისხიც. სავარაუდო მონაცემებით, წელს ხორბლის რეკორდული რაოდენობის მოსავალიც იქნება.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)