|
2024-07-25 14:43:14, 507 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბიზნესის“ ახალი კამპანია „ყველაფერი ბიზნესისთვის“
“თიბისი ბიზნესის“ ახალი კამპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაკეთდა, აერთიანებს ყველა საბანკო პროდუქტს თუ არასაბანკო მხარდაჭერას, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისა და წარმატებისთვის. კამპანია “ყველაფერი ბიზნესისათვის“ შექმნილია ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად. „თიბისი“ კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს MSME სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდაში, ამიტომაც “თიბისი ბიზნესს“ აქვს საბანკო პროდუქტებისა და სერვისების კომპლექსური შეთავაზება, რაც სექტორს განვითარების და ზრდის საშუალებას აძლევს. “მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ღერძია. ამ კამპანიით გვინდა მათ ვუთხრათ, რომ “თიბისიში“ ყველაფერია, რაც მათ ბიზნესის მართვისთვის დასჭირდებათ. ყველაფერში ვგულისხმობთ, იმ მრავალფეროვან და მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, დაწყებული ბიზნეს სესხიდან, რომლის მიზნობრიობაც შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოვება, საბრუნავი კაპიტალის შეძენა და ა.შ. დამთავრებული სტარტაპ სესხით, რომლის მისაღებად მხოლოდ კარგი იდეაც კი საკმარისია. “თიბისიში ყველაფერია ბიზნესისთვის, განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს ის და რომელ სექტორსაც არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენ ვთავაზობთ მათ ციფრულ მხარდაჭერასაც, რისთვისაც ბიზნეს მობაილ ბანკში მუდმივად ვამატებთ ახალ-ახალ ფუნქციონალებს, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე და მათი ცხოვრების გასამარტივებლად”,- განაცხადა ვეფხვია ლომინაშვილმა, “თიბისის ბიზნეს“ სეგმენტების მართვის ლიდერი. “თიბისიში“ თავმოყრილია ყველაფერი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს ესაჭიროება წარმატებისა და განვითარებისთვის: - მოქნილი სასესხო პროდუქტები: ბიზნესზე მორგებული სესხის სხვადასხვა ვარიანტი კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით საბრუნავი კაპიტალის, გაფართოებისა და ბიზნესის სხვა საჭიროებების მხარდასაჭერად. - სტარტაპ-სესხი: სხვადასხვა მიზნობრიობით ბიზნესის საწყის ეტაპზე დასაფინანსებლად და ინოვაციური იდეის შემთხვევაში, იდეის დასაფინანსებლად. - აგრო-სესხი: სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის მრავალფეროვანი მიზნობრიობით და სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობით კიდე უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. - ციფრული საბანკო პლატფორმები: ინტერნეტ და მობაილ ბანკი, რომლებიც უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას თავიანთ ანგარიშებზე და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ასევე, უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებას. - ნაღდი ფულის მართვის სერვისები: ფულადი სახსრების მართვის ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტებები ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაციისა და ოპერაციების გამარტივებისთვის. - ტრენინგები და საკონსულტაციო სერვისები: საექსპერტო ფინანსური და საკონსულტაციო სერვისები, ტრენინგები და ვორქშოპები, რომლებიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს გამოწვევების გადალახვასა და ახალი ცოდნის შეძენაში. - ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოება: ღონისძიება, რომელიც აფასებს და აღნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესის გამორჩეულ მიღწევებს და წარმატებებს და ხელს უწყობს მათ ზრდასა და ინოვაციაში.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)