11:22 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 10:57:11, 395 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა

თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის" თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია.

„ამის გამოხატულებაა ის, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და გავაუმჯობესოთ ის სოციალური პირობები, რომელიც თავდაცვის ძალების მესვეურებს აქვთ“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, პირველ რიგში რესურსი მიემართება თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კონკრეტული ნაწილი კი, - სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. 

მინისტრის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი ასევე, მიმართულია თავდაცვის უწყებაში არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გრძელვადიან გეგმებზე, რაზეც მას ინტენსიური მუშაობა აქვს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან. „ჩემთვის სასიამოვნოა იმ გუნდთან მუშაობა, რომელსაც კარგად ესმის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ რესურსების მიმართვის მნიშვნელობა, რომელიც მიემართება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ. იქნება გარკვეული სიახლეები, რომელიც უკავშირდება 2025 წელს და უფრო გრძელვადიან პერიოდს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics