|
2024-07-24 12:03:34, 441 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პლატფორმას Ads მენეჯერის ბიზნესკურსი დაემატა
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნეს განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პლატფორმას, Businesscourse.ge, ახალი კურსი, Ads მენეჯერის გამოყენება დაემატა. კურსს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი უძღვება. Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს საკუთარი შეთავაზების განთავსება ისეთ ციფრულ არხებში შეუძლიათ, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია "საქართველოს ბანკის" მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. აღნიშნული ბიზნესკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა. კურსის დახმარებით გაიცნობთ Ads მენეჯერის თითოეულ ფუნქციონალს, გაიგებთ, თუ როგორ შექმნათ − ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის სხვადასხვა შეთავაზება 1 500 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის სრულად ციფრულად და რა უნდა გაითვალისწინოთ მათი დაგეგმვისას. „საქართველოს ბანკის" Ads მენეჯერი ბიზნესებს ახალი მომხმარებლების შეძენაში, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და რელევანტურობის შენარჩუნებაში განსაკუთრებულ დახმარებას უწევს. Businesscourse.ge კი ბიზნესზე ორიენტირებული ქართულენოვანი საგანმანათლებლო ვებგვერდია, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახლდება და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ კვალიფიციურ კურსებსა და მასტერკლასებს ერთიანებს. ორივე პლატფორმა გამოხატავს "საქართველოს ბანკის" ძალისხმევას, შექმნას ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და მიაწოდოს მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე Businesscourse.ge უკვე ხელმისაწვდომია 50-მდე კურსი და მასტერკლასი ფინანსების მართვის, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა მიმართულებებით. იპოვეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ამ ბმულიდან.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)