|
2024-07-23 15:18:31, 387 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე - არცერთი კომერციული ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა
თუ კერძო სექტორის მხრიდან, არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, არც ერთ კომერციული ინტერესი არ დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,სადაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის, კლინიკაში მედიკამენტის გამოყენებით მკურნალობის განახლებულ პროცედურებზე ისაუბრა. სარჯველაძის განმარტებით, პაციენტები, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ - ცვლილება, 24 ივლისიდან შევა ძალაში და მისი ამოქმედების შემდეგ გამოწერილ რეცეპტებს შეეხება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობდა, ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გაჟღერდა. სარჯველაძის თქმით, იყო მცდელობაც, გაუფასურებულიყო ცვლილების მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც სიახლე არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და მას მედიკამენტების დეფიციტთან კავშირი არ აქვს. მინისტრის განცხადებით, თუნდაც ერთი მედიკამენტის დეფიციტის საკითხი, სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანია - შესაბამისად, მუდმივად აკვირდება მიმდინარე პროცესებს და არსებულ მარაგებს, რომ დეფიციტი უარყოფითად არ აისახოს რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე. “სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, შეიქმნა გარკვეული დეფიციტები რამდენიმე დასახელების მედიკამენტთან დაკავშირებით, ეს მწვავე საკითხია. ჩვენ, საკმაოდ მძიმე შეხვედრები გვქონდა აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები. სახელმწიფო არ აპირებს, ამ მიმართულებით გულხელდაკრეფილი იყოს - იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან, არ იქნება რელევანტური, ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რომ პირველ ადგილზე წამოწეული იყოს პაციენტების საკუთხესო ინტერესები. ბუნებრივია, არსებობს კომერციული ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ არც ერთ ეს ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაზე მწვავედ, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტი აღიქმება, თუმცა, შესაძლოა, სხვა მიმართულებითაც არსებობდეს დეფიციტი. მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს ამის ობიექტური წინაპირობა, მაგრამ არცთუ იშვიათია, როდესაც განმაპირობებელი სუბიექტური ფაქტორებია. “არ მინდა, სიმართლე აღმოჩნდეს მოარული აზრი დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორში შესაძლოა, იგულისხმებოდეს ადამიანთა ცდუნება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კომერციული ინტერესი, პაციენტის ინტერესებზე მაღლა დადგეს. სამწუხაროდ, დღეს, არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე, კომერციულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდეს, ვიდრე პაციენტისას. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩები, თუ ეს რეალობა აღმოჩნდება. ჩემი ამოცანაა, საკითხები ვარეგულიროთ ისე, რომ მსგავსი რისკებისთვის, უბრალოდ, არ რჩებოდეს სივრცე და არავის ჰქონდეს შესაძლებლობაც კი, კომერციული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს. უახლოეს მომავალში, სისტემა ამუშავდება ისე, რომ არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცალკეული კომერციული მოთამაშეების კეთილსინდისიერებასა და მათ დეონტოლოგიის წესებზე“,- განაცხადა სარჯველაძემ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)