00:27 - 22 Sep, 2026
|
2024-07-22 16:13:39, 484 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
ევროკავშირი მზადაა, სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ვიზალიბერალიზაცია სომხებს საშუალებას მისცემს, მოკლე ვიზიტები განახორციელონ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში - რომელიც თავისუფალია შიდა საზღვრებისგან - ვიზის საჭიროების გარეშე. სომხური მედია იტყობინება, რომ პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით "საეტაპო წერტილი" უწოდა. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე“,- თქვა მირზოიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)