06:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 10:53:29, 353 ნახვა

საზოგადოება
შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე - ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.

"სხდომის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართლებით განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სამუშაო ჯგუფების განახლების საკითხზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics