|
2024-07-19 15:24:17, 593 ნახვა
სამართალი
ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცნობისთვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოავარია, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს, 19 ივლისს მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, დაკავების მიზნით, გზა გადაუკეტა, მოტოციკლი კი სწორედ ეკიპაჟის მანქანას დაეჯახა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)