|
2024-07-12 23:41:47, 791 ნახვა
მსოფლიო
სიკორსკი - პოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს
პოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. სიკორსკის თქმით, აღნიშნული ინიციატივა კიევისგან მოდის და ის პოლონეთის ტერიტორიისკენ მოძრავი, თუმცა ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში არსებული რუსული რაკეტების ჩამოგდებას ითვალისწინებს. "ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა. ჩვენს შეთანხმებაში საუბარია, რომ ჩვენ შევისწავლით ამ იდეას. ჩვენ ფრონტის ხაზთან მდებარე სახელმწიფო ვართ და რუსული რაკეტები არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ვვარაუდობთ, რომ შემთხვევით. ჩვენი დილემა მდგომარეობს შემდეგში, თუ ჩვენ ჩამოვაგდებთ მათ მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვლენ, ნასხლეტები საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ობიექტებისთვის. უკრაინელები კი ამბობენ, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან, ეს მათ საჰაერო სივრცეში გავაკეთოთ, როდესაც გარდაუვალი საშიშროება არსებობს, რომ ისინი პოლონეთის ტერიტორიას გადაკვეთენ. ჩემი აზრით, ეს თავდაცვაა, თუმცა ჩვენ ამ იდეის შესწავლის ეტაპზე ვართ", - განაცხადა სიკორსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)