|
2024-07-11 15:54:54, 642 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტი ქვეყნის ყველა რეგიონში თანაბრად გადანაწილდეს
2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 5.6%-ით აჭარბებს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებს. იანვარი-ივნისის პერიოდში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა - 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია აგრძელებს მდგრად განვითარებას და განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მთავრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკა ასახულია მეორე კვარტლის მონაცემებშიც - 2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც საერთაშორისო მოგზაურების (ზრდა 4.2%), ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (ზრდა 9.2%). „განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების კუთხით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია გერმანია, საიდანაც დაახლოებით 30 პროცენტზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობენ ყურის ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლივად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას - აღნიშნული ქვეყნები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანი ტურისტების შემოყვანით, რაც დადებითად აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. „საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, გვაქვს მრავალი მიმდინარე და დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე, მოვიზიდოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური და ვუზრუნველვყოთ ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტის თანაბრად გადანაწილება ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელზე იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)