18:24 - 02 Nov, 2026
|
2024-07-10 18:46:38, 864 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. "დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)