03:11 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 17:35:53, 802 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი მოდიზე - უდიდესი იმედგაცრუებაა, როდესაც ხედავ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მოსკოვში სისხლიან კრიმინალს ეხუტება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ეს "სამშვიდობო ძალისხმევისთვის უდიდესი იმედგაცრუება და დამღუპველი დარტყმაა".

"სამშვიდობო ძალისხმევისთვის უდიდესი იმედგაცრუება და დამღუპველი დარტყმა, როდესაც ხედავ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მოსკოვში სისხლიან კრიმინალს ეხუტება",- წერს ზელენსკი X-ზე.

შეგახსენებთ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ორდღიანი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის ლიდერს უმასპინძლა საკუთარ სახლში - ნოვო-ოგარიოვოში, სადაც არაფორმალური მოლაპარაკებები გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics