|
2024-07-09 15:16:41, 904 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და საქმიანობის მხარდაჭერაში 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "ქურდული სამყაროს“ წევრი, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად "ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც უწყობდა "ქურდულ გარჩევებს“ და აიძულებდა ე.წ. ქურდულ საერთოში დიდი ოდენობით თანხები შეეტანათ. "მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, ერთ-ერთ დაზარალებულს ავტომობილი დაუწვეს, ხოლო კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელეს. პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო ორ პირს 223’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარუდგინა. სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ ერთ პირს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ კიდევ 1 პირს სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”, - ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)