|
2024-07-08 12:51:00, 549 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინი - უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთისა და უნგრეთის ძირითადი წინადადებები ემთხვევა
უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთისა და უნგრეთის ძირითადი წინადადებები და მათი ძალისხმევის მიმართულება ემთხვევა და ჩინეთი მზადაა, დარჩეს უნგრეთსა და ყველა შესაბამის მხარესთან კომუნიკაციაში, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს განაცხადა. ძინპინის თქმით, პეკინი აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. როგორც ორბანმა აღნიშნა, "დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მოწოდებას, ომის ნაცვლად, მსოფლიოში მშვიდობისაკენ". „ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მოწოდებას, ომის ნაცვლად, მსოფლიოში მშვიდობისაკენ. ჩვენ ასევე ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტს უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)