|
2024-07-08 09:58:59, 523 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის არჩევნებში პირველი ადგილი მემარცხენეთა ალიანსმა, მეორე მაკრონის კოალიციამ, მესამე ლე პენის „ეროვნული გაერთიანებამ“ დაიკავა
საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე პარტიების კოალიციამ, სახელწოდებით "ახალი სახალხო ფრონტი" მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, "ახალმა სახალხო ფრონტმა" პარლამენტში 182 მანდატი მოიპოვა. უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 მანდატით, ხოლო მესამე და ბოლო ადგილი დაიკავა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა გაერთიანებამ", რომელსაც 143 მანდატი შეხვდა. აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი ცენტრისტული ალიანსი "ეროვნულ გაერთიანებასთან" დამარცხდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)