03:57 - 22 Sep, 2026
|
2024-07-06 11:52:23, 462 ნახვა
მსოფლიო
Reuters – „ჰამასი“ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ
“ჰამასი" დათანხმდა აშშ-ის წინადადებას, მოლაპარაკებები დაიწყოს ისრაელელი მძევლების, მათ შორის ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ჰამასმა" უარი თქვა მოთხოვნაზე, რომ ისრაელთან ჯერ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადებულიყო და ექვსკვირიან მოლაპარაკებებს გზა გაუხსნა ამის მისაღწევად. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინადადება, რომელსაც "ჰამასი" დათანხმდა, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, დახმარების მიწოდებას და ისრაელის ჯარების გაყვანას უზრუნველყოფს, იქამდე, ვიდრე შეთანხმების მეორე ეტაპისთვის, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)