03:55 - 22 Sep, 2026
|
2024-07-05 11:01:26, 480 ნახვა
მსოფლიო
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. როგორც Reuters-ი წერს, საბოლოო შედეგი ხვალ, შაბათს გახდება ცნობილი, თუმცა პირველადი მონაცემები, შესაძლოა, უფრო ადრე გამოცხადდეს. შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირველ ტურში, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. 4 კანდიდატიდან მეორე ტურში 2 - მასუდ პეზეშკიანი და საიდ ჯალილი გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)