|
2024-07-05 10:27:30, 486 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - ცვლილება ახლა იწყება
ცვლილება ახლა იწყება,- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, კირ სტარმერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ, ეგზიტპოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. როგორც სტარმერმა აღნიშნა, "მსგავსი მანდატის ქონა დიდ პასუხისმგებლობას იწვევს". "ამისთვის თქვენ ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ, მიეცით ხმა. ცვლილება ახლა იწყება. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი გრძნობაა. შეცვლილი "ლეიბორისტული პარტია“ მზად არის, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას... ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა საჯარო სამსახურში, ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა",- თქვა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა. აღსანიშნავია, რომ სტარმერს არჩევნებში გამარჯვება დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტმა, რიში სუნაკმა უკვე მიულოცა. შეგახსენებთ, "კონსერვატორების" 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლის მიხედვით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში "ლეიბორისტები" 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი, მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება. რაც შეეხება "კონსერვატორებს, მათი რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)