|
2024-07-05 08:19:46, 491 ნახვა
მსოფლიო
ცაჰკნა - ორბანი არ წარმოადგენს EU-ს და არც მისი სახელით განხილვის მანდატი აქვს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს ეხმაურება. როგორც ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. "სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამებოდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით",- წერს ცაჰკნა X-ზე. ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უნგრეთის პრე-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსათან ერთად, რუსეთს ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ორბანი რამდენიმე დღის წინ ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. მანამდე, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)