|
2024-07-03 19:21:22, 427 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - მსოფლიოში არსებული სირთულეების მიუხედავად, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ვითარდება
რუსეთი და თურქეთი აგრძელებენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პოლიტიკის რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, მსოფლიოში არსებული ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები პროგრესულად ვითარდება. „ჩვენ აღვნიშნეთ სავაჭრო ბრუნვის უმნიშვნელო კლება წინა რამდენიმე თვეში, მაგრამ ის რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე – 55 მილიარდი დოლარი, თუ ამას დოლარში ჩავთვლით. ერთობლივი მსხვილი პროექტები ხორციელდება გრაფიკით და გეგმის მიხედვით, შეყოვნება არ არის. ასევე იგეგმება ახალი პროექტები. ჩვენ ძალიან გვიხარია ეს, ისევე როგორც შესაძლებლობა, დღეს შევხვდეთ და პირად საუბარში შევაჯამოთ გასული წლის სამუშაოები, ჩამოვთვალოთ პერსპექტივები, რას გავაკეთებთ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)