|
2024-07-03 16:19:36, 897 ნახვა
სამართალი
ქაცარავა - „ქოცრეჟიმი“ მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ეგზეკუცია ჩამიტარა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ქაცარავა ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი განცხადებით, სასამართლოდან მიიღო შეტყობინება, რომლის თანახამდაც, მის საქმეზე პროცესი 5 ივლისს ჩაინიშნა. "გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან, 5 ივლისს "ქოცრეჟიმი" მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია. ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო და აი, ზუსტად მაგ დროს დედის რძე ვაგინე მათ. რაც გამიკეთეს ამ ჯალათებმა, კი იყვნენ ამისთვის საგინებლები, მაგრამ მართლა არ მიგინებია. არც შარდი შემისხამს მათთვის (საბურთალოს გამგეობის თანამშრომელმა სცადა ამ ჭორის გავრცელება) მოკლედ, 5 ივლისს შაპიტოს მორიგი სხდომა გაიმართება. ფოტოს კი შეხსენებისთვის ვამატებ, თუ რისთვის უნდა გამასამართლონ ამ რუსის მონებმა. დრონი მეფობენ, დრონი“,- წერს ქაცარავა "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)