|
2024-07-01 17:13:31, 528 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - კობახიძე თუ კალაძე არ გამოირჩევიან იმ პირთა შორის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონი ნურმაგომედოვი შეხვედრია
ირაკლი კობახიძე თუ კახა კალაძე არ გამოირჩევიან რამე განსაკუთრებულით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის თემა "სპორტში მიღწევები" იქნებოდა. "თუკი, ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს, ეს რამე ღირსებას არ აკლებს იმის გამო, რა მიღწევებიც მას სპორტში აქვს. სპორტში მიღწევები არის თემა, ალბათ, რომელზეც ისაუბრეს, თუმცა თვითონ კახა კალაძე ან ირაკლი კობახიძე დაგიდასტურებთ, რა თემაზე შეიძლება ლაპარაკი ჰქონოდათ ადამიანთან, რომელიც ბრძოლა წესების გარეშე არის ჩემპიონი",- ამბობს ვოლსკი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)