|
2024-06-30 11:38:57, 439 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პლენარულ სესიაზე დებატები მოლდოვასა და უკრაინაზე, ასევე რეგიონში რუსეთის მავნე გავლენებზე მიმდინარეობდა. თინა ბოკუჩავამ ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. ბოკუჩავას თქმით, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა. "რუსეთის ოკუპაცია საქართველოში გრძელდება. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო გატაცებები, უკანონო დაკავებები და მკვლელობები. ასევე იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, განათლების უფლება და კერძო საკუთრების უფლება. სამწუხაროდ, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას. ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზება", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)