|
2024-06-29 15:27:14, 386 ნახვა
მსოფლიო
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორი და კონსერვატორი ლიდერობს
ირანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტი მასუდ პეზეშკიანი და საიდ ჯალილი ლიდერობენ, იუწყება ირანული სააგენტო Tasnim. ამჟამინდელი მონაცემებით, პეზეშკიანი 8,3 მლნ ხმას აგროვებს, ჯალილი - თითქმის 7,2 მლნ. მათ კონკურენტებს, პარლამენტის სპიკერს მოჰამედ ბაგერ ღალიბაფს და შიიტ სასულიერო პირს მოსტაფა პურმოჰამადის, დაახლოებით 2,7 და 0,16 მილიონი აქვთ. ქალებს და რადიკალ ოპოზიციონერებს კენჭისყრა ეკრძალებათ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 61 მილიონზე მეტ ირანელს ჰქონდა. თუმცა, უკვე ბოლო მსგავს არჩევნებზე აქტივობა რეკორდულად დაბალი იყო: კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 49%-მა. ასევე, მაშინ ბევრმა გააფუჭა ბიულეტენი. ოპოზიციამ მიმდინარე არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა და მათ ცირკს უწოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ირანელებმა ფართოდ გამოიყენეს ჰეშთეგი #ElectionCircus სოციალურ მედიაში. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ჩატარდება მეორე ტური. ის ერთ კვირაში გაიმართება და მასში ორი ყველაზე მაღალი შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. წინასაარჩევნო გამოკითხვებმაც აჩვენა პეზეშკიანის მცირე უპირატესობით გამარჯვება და მეორე ტური. ირანის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ერთხელ მოხდა - 2005 წელს. ვადამდელი არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიღუპა ავიაკატასტროფაში 2024 წლის მაისში. ირანში პრეზიდენტი ძალიან შეზღუდული უფლებამოსილების მქონე მთავრობის მეთაურია, მაგრამ მას მაინც შეუძლია გავლენა მოახდინოს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების ტონზე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)