|
2024-06-27 14:34:33, 444 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უსამართლოდ რაღაცებს გვეტყვიან, დაგვემუქრებიან, მაგრამ ამაყად და ღირსებით ევროკავშირის წევრები გავხდებით
იქნება დეზინფორმაცია, იქნება ჩვენზე ზეწოლა, იქნება იმისი მცდელობა, რომ საქართველო მართოს აგენტურამ - საქართველოს მართავს მისი ამაყი, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, საქართველო ამაყად და ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. „ჩვენ წარსულის გამოცდილებით ვიცით, რომ გვეუბნებოდნენ სხვა რაღაცებს, სხვა რაღაცები უნდა გვეკეთებინა იმისათვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და არ ვაკეთეთ ეს რაღაცები, ორ ფეხზე მყარად დავდექით, ამაყად ვიბრძოლეთ, როგორც გუშინ მაგალითად ჩვენმა ბიჭებმა, გავიმარჯვეთ და ასე მოვიპოვეთ ბრძოლით კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე მოხდება მომავალშიც, ჩვენ უსამართლოდ რაღაცებს გვეტყვიან, ვიღაცები დაგვემუქრებიან, რაღაცები მოხდება, მაგრამ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ - ამაყად და ღირსებით ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)