|
2024-06-26 16:13:56, 492 ნახვა
მსოფლიო
აბსურდულად მიგვაჩნია - პესკოვი ჰააგის სასამართლოს ორდერებზე
კრემლი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორდერების გაცემა "საკმაოდ აბსურდულია". "ჩვენ ეს ორდერები საკმაოდ აბსურდულად მიგვაჩნია, როგორც წინა ორი ორდერი, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს ლიდერსა და ჩვენს ბავშვთა ომბუდსმენს",- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის ფედერაციის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გუშინ, 25 ივნისს გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)