|
2024-06-26 15:24:57, 382 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - 25 წლის დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო, 45 წლის ასაკში მეუბნებით, რომ მიღების გამო, თურმე დამასანქცირეს - იმედია, 65 წლისას წაკითხვის გამო თოფს არ მესვრიან
ამერიკელებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ, რომელსაც თავის დროზე ერთი „ნაციც" არ დაუსანქცირებია - ხალხი, რომელიც სისტემებს ქმნიდა, რომლებიც ქუჩაში კლავდნენ და ციხეში აუპატიურებდნენ და რაღაც მიწურებში ქალებს და მამაკაცებს, რომლებმაც შექმნეს უბინძურესი და უსასტიკესი რეჟიმი, განცხადებაც კი არავის გაუკეთებია რომელიმე მათგანის, ამ სისტემის ხელმძღვანელების დასანქცირებაზე და ლაპარაკობენ ჩვენ დასანქცირებაზე იმ კანონის მიღების გამო, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და რანაირი სამართალია ეს, კაცმა არ იცის და რას ემსახურება, მოდი, დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, თავად არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა და ამას მხოლოდ ერთ-ერთი ოპოზიციური არხი აჟღერებს. „25 წლის ასაკში მე პირადად დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო და 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, 20 წლის შემდეგ რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ კანონი მოქმედებს, ისეთის გაცილებით ლოიალური ვერსიის მიღების და გამოტანის გამო, თურმე, დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო თოფს არ მესვრის ვინმე ან ავტომატს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)