|
2024-06-26 11:48:20, 725 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს აგრომეწარმეობის კურსი დაემატა
"საქართველოს ბანკი" აგრობიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge აგრომეწარმეობის კურსი განათავსა, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს წარმოების, უსაფრთხოების, გაყიდვების არხების და მეურნეობის მართვის სხვადასხვა კომპონენტებს გააცნობს. ბიზნესკურსის მიზანია, ფერმერებმა უფრო მეტი გაიგონ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, შედეგად კი შეძლონ მეურნეობის განვითარება. ბიზნესკურსი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გუნდთან ერთად მოამზადა და 10 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს. კურსზე განხილული იქნება შემდეგი თემები
აღსანიშნავია, რომ კურსი ხელმისაწვდომია ვიდეოგაკვეთილების ფორმატში და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. „ბიზნესკურსი "საქართველოს ბანკის" საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ბიზნესების გაძლიერებისთვის, თანამედროვე გამოწვევებზე გამკლავებისა და მათთვის ცოდნის გაზიარებისთვის შეიქმნა. დღეს ბიზნესკურსის პლატფორმა 47 კურსს აერთიანებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რეგულარულად ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტურ კურსებს და მას უფასო ონლაინ პლატფორმაზე ვათავსებთ. მათ შორისაა კურსები მარკეტინგზე, გაყიდვებზე, ტექნოლოგიებზე და სხვა, ამჯერად კი მათ რიცხვს აგრომეწარმეობის კურსი შეემატა. "საქართველოს ბანკისთვის" აგრომეწარმეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ფერმერთა ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებლებს ამ თემაზე უფასო კურსი შევთავაზოთ. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივას გავაცნობთ სექტორს, მათ შორის აგრო ბიზნესში ჩართულ პირებს“, - ამბობს "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი. ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს. აგრო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებზე კი გაიგეთ მეტი "საქართველოს ბანკის" ვებგვერდიდან.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)