|
2024-06-24 20:16:44, 423 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი - საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე მიწვეული იქნება
საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე მიწვეული იქნება, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა. ო’ბრაიენის თქმით, ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ლიდერების მცირე ჯგუფის გადაწყვეტილებებით და რიტორიკით ძალიან შეშფოთებულია. „ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85 პროცენტს სურს ევროკაშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ახლახან თქვა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები საფრთხეს არ შეუქმნის ამ გზას. ჩვენ შევეცადეთ, ვყოფილიყავით ძალიან მკაფიო და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დღეს ნათლად განაცხადა, რომ ბოლო ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის ფიგურების მიმართ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვის მსგავსი უცხოელი აგენტების კანონი, გადაწყვეტილება ჩინური კომპანიისთვის ახალი პორტის გადაცემის შესახებ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავრობას, გადახედოს თავის პოზიციას და გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი ჩართულობის განხილვას. გავაგრძელებთ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია მათთან კომუნიკაციაში. ბევრი ევროპელი ლიდერი იყო ძალიან აქტიური. გავაგრძელებთ ამ საუბრებს მაშინაც კი, როდესაც მივდივართ ნატო-ს სამიტის პარტნიორობის ღონისძიებებზე. ნატო-ს ყველა პარტნიორი მოწვეულია პარტნიორობის ღონისძიებებზე“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)