19:25 - 02 Nov, 2026
|
2024-06-24 16:11:14, 596 ნახვა
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი - სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დავაკავეთ
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობით, ფსოუზე მომხდარ სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. მედიის ცნობით, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი აცხადებს, რომ დაკავებულია 4 პირი, მათგან 3 დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ერთი კი რუსეთის ფედერაციაში დააკავეს. "ინციდენტში სულ 7 ადამიანი მონაწილეობდა. რუსეთში დაკავებული ეჭვმიტანილი "დადგენილი წესით აფხაზურ მხარეს გადაეცემა",- აღნიშნულია ე.წ. შს სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსეთ-აფხაზეთის "სასაზღვრო პუნქტზე" სროლა იყო. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)