|
2024-06-24 14:52:43, 373 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ხუთშაბათს, ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დებატები გაიმართება
მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წითლიძე აღნიშნავს, დებატები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ. „მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს დებატები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ისაუბრონ იმ მავნებლურ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები არის ასევე შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ დაამარცხონ რუსული ოცნება“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)