|
2024-06-24 12:41:47, 441 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - საქართველოზე შესაძლო ზომების სიაში ნახსენები არაა ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული
საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ლანდსბერგისმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნულ სიაში ნახსენები არ არის ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც "აუცილებლად უნდა იქნას განხილული". "კარგია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მასში არ არის ნახსენები საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იქნას განხილული",- აცხადებს ლანდსბერგისი. ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)