|
2024-06-24 10:54:46, 477 ნახვა
მსოფლიო
BBC - საუდის არაბეთში ჰაჯის დროს 1 300-მდე ადამიანი დაიღუპა
საუდის არაბეთში ჰაჯის დროს 1 301 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰაჯის დროს ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა. საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA კი იტყობინება, რომ დაღუპულების უმეტესობა ის მომლოცველები არიან, რომლებსაც ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ და სიცხეში შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ. სააგენტოს ცნობითვე, დაღუპულებს შორის ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც არიან. როგორც BBC წერს, საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არასაკმარისად იმოქმედა ჰაჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელი მომლოცველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს განახლებებს ჰაჯის დროს მათი დაღუპული მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული განახლებების მიხედვით, საუდის არაბეთში დაღუპულთა შორის ეგვიპტის, ინდოეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, პაკისტანის, ირანის, სენეგალის, სუდანის მოქალაქეები არიან. ცნობისთვის, ჰაჯი წმინდა ქალაქ მექაში მუსლიმთა ყოველწლიური პილიგრიმობაა. წელს ჰაჯიში მონაწილეობა, დაახლოებით, 1.8 მილიონმა ადამიანმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)