|
2024-06-21 12:10:09, 460 ნახვა
მსოფლიო
BBC - პუტინი სამხრეთ კორეას აფრთხილებს - თუ უკრაინას იარაღს მიაწვდის, „დიდ შეცდომას“ დაუშვებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ თუ სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღს მიაწვდის, ამით „დიდ შეცდომას“ დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პუტინის მიერ ვიეტნამში გაკეთებულ განცხადებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც პუტინმა განაცხადა, „თუ სეული კიევისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს, მოსკოვი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, არ ესიამოვნება“. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებენ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შეაიარაღებს. „ვინც უკრაინას ამ იარაღს აწვდის, თვლის, რომ ჩვენთან არ ომობენ. მე ვთქვი, მათ შორის, ფხენიანში, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივაწოდოთ იარაღი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს", - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)