07:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 21:20:16, 426 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ბათუმში დასაქმების ფორუმი გახსნა

ბათუმში, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა 75-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც, სამუშაოს მაძიებლებს, 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასაქმების ფორუმი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც მსგავსი ტიპის ფორუმები რეგულარულად იმართება.

"ფორუმზე 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. მათ დიდ ნაწილს კი კომპანიებმა, დასაქმება, ადგილზევე შესთავაზეს. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კვალიფიკაციის შესაბამისად, შეერჩიათ სასურველი ვაკანსიები - ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან. სამუშაოს მაძიებლებმა, უშუალოდ დამსაქმებლისგან, მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დაესწრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics