|
2024-06-20 20:01:47, 563 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - ოლიგარქი ივანიშვილი უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი - ის უნდა დასანქცირდეს
უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს. ალექსეი გონჩარენკომ საკანონმდებლო ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, "პუტინის ბრძანებით საქართველოს ანადგურებს" და ის სხვა რუს ჩინოვნიკებთან ერთად სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს". "რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვანილი უკრაინული სანქციების სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და ეს ის ადამიანია, რომელიც პუტინის ბრძანებით საქართველოს ანადგურებს. ეს არის პირდაპირი გამოწვევა ჩვენი, შავი ზღვის რეგიონის მიმართ. სხვათა შორის, მხოლოდ ამ კვირაში ოდესაში შავი ზღვის უსაფრთხოების პირველ ფორუმზე ამ საკითხებთან დაკავშირებით 20 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ვისაუბრეთ. მსოფლიოს სურს დაინახოს უკრაინის ლიდერობა ამ საქმეში. ჩვენი ლიდერობა, რადგანაც ჩვენ უპირატესად ვართ დარწმუნებულნი რეგიონის უსაფრთხოებაში. რადგანაც სამხრეთ უკრაინის დედაქალაქი ოდესა, შავი ზღვის დედაქალაქიცაა, როგორც ამ ზღვის უდიდესი ქალაქი და პორტი. ასე, რომ მეგობრებო, შევუდგეთ საქმეს: დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორიც ივანიშვილია და ყველა მსგავსი ადამიანი სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება უკრაინელ მოქალაქეებს, მოვარგოთ კრიმინალური კოდი მათ, ვინც ამას იმსახურებს", - განაცხადა გონჩარენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)