|
2024-06-20 15:11:14, 539 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს „გმირობას“ და შესაძლებელია, ის გენპროკურორის თანამდებობაზე განიხილებოდეს
როგორ ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას" და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მორაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის მიერ რამე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. "როგორ ჩანს, ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რამე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორზე და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, უნდა მიიღოს ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა. სხვა შემთხვევაში, ადგილი ექნება ხელისუფლების უზურპაციას",- ამბობს ბეჟაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა 23 მაისს ირაკლი შოთაძემ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)