|
2024-06-20 15:13:40, 439 ნახვა
მსოფლიო
CNN - „ჰეზბოლას“ ლიდერი კვიპროსს დაემუქრა
ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა კვიპროსს დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ნასრალას განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ომი თუ გაჩაღდება და კვიპროსი აეროპორტებსა და ბაზებს შესთავაზებს ისრაელის ძალებს, მაშინ „ის ამ ომის ნაწილი გახდება“. „მტერმა იცის, რომ არ არსებობს თავის ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი, სადაც ჩვენი რაკეტებისგან დაცული იქნებიან, ყველაფერი გამიზნულად იქნება სამიზნეში ამოღებული“, - განაცხადა ნასრალამ თავის გამოსვლაში, სადაც მან ისრაელი გააფრთხილა. როგორც მედია წერს, ნასრალას მუქარის საპასუხოდ, კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა თქვა, რომ კუნძული „არანაირად არ არის ჩართული კონფლიქტებში“. „კვიპროსის რესპუბლიკა პრობლემის ნაწილი არ არის. ის გამოსავლის ნაწილია. ჩვენი როლია ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ არაბული სამყაროს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერაც“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)