10:45 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 10:24:10, 620 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა გარეულ ცხოველთა თავდასხმისას მათი რაოდენობის რეგულირების საკითხები არასამთავრობოებთან განიხილა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გარეულ ცხოველთა თავდასხმისას მათი რაოდენობის რეგულირების საკითხები სამონადირეო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარეული ცხოველების, განსაკუთრებით ტურისა და მგლის მომრავლების შედეგად, მოსახლეობისათვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით,მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონფლიქტის ეფექტურად რეგულირების წინადადებებს გაეცნოდა სამომავლოდ ქმედითი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დაშვებულია გარეული ცხოველის ლიკვიდაცია, რაც არ საჭიროებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსამინისტროს მიერ, კერძოდ კი მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელშეკრულებას აფორმებენ სამინისტროსთან,  ხელშეკრულებით უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას კი იღებს საქართველოს მთავრობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი: ირანთან ომი აშშ-ს უკვე 45.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics