|
2024-06-20 12:47:28, 290 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება
4 ივლისს, თბილისში, "თიბისის" მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ. "თიბისი" უკვე მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას და როგორც წამყანი ტექნოლოგიური კომპანია მონაწილეობს მასში. კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მოწვეული უცხოელი გამომსვლელები. წლევანდელი ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იქნება, ესენია: FinOps, ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერ-უსაფრთხოება, Big Data და AI. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის, იური სემენიხინის მიერ, რომელიც გაგვიზიარებს ბანკის ხედვას და გამოცდილებას, თუ როგორ მოახდინა "თიბისიმ" FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე. ასევე, კონფერენციაზე "თიბისი" წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ანალიზის გუნდიდან ორი წარმომადგენლით: მანანა ქირია და ლაშა ფანცხავა, რომლებიც MSOps და AI თემას წაიყვანენ. „ჩვენ შევეცდებით კონფერენციაზე დამსწრე ადამიანებს დავანახოთ, სად არის ტექნოლოგიების, ფინანსების და ბიზნეს ამოცანების თანხვედრის წერტილი, რომელიც ააჩქარებს ბიზნესის გამჭვირვალობას და მას ინოვაციების უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს. ამგვარი კონფერენციები აძლიერებს ტექ კომუნას, ჩვენ ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ ტექზე ილაპარაკონ ტექნოლოგიების და ბიზნესის ჭრილში და ზოგადად დისკუსია გავაღვივოთ, ცოდნა, ახალი სწავლებები და წლიდან წლამდე მომხდარი სიახლეები გავუზიაროთ ერთმანეთს. გარდა ამისა, ეს არის ადგილი ნეთვორქინგისთვის, რომ ადამიანები აქედან ახალი იდეებითა და კონტაქტებით წავიდნენ”, - აცხადებს იური სემენიხინი, "თიბისის" ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე. თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 4 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)