|
2024-06-20 11:02:13, 442 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვითი პაქტი ავტორიტარულ ძალებს შორის მზარდ დაახლოებას აჩვენებს
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული ახალი თავდაცვითი პაქტი ავტორიტარულ ძალებს შორის მზარდ დაახლოებას აჩვენებს და დემოკრატიის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას „უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა“ მიაწოდა, ხოლო ჩინეთი და ირანი მხარს უჭერენ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მხარს უჭერენ ერთმანეთს ისე, როგორც აქამდე არ გვინახავს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, „როდესაც უფრო ერთიანდებიან ავტორიტარული ძალები, რეჟიმები, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი და რუსეთი, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები, რომლებსაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სჯერათ“. შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივნისს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)