|
2024-06-18 13:49:01, 488 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ჩინეთმა ომში რუსეთის დახმარებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს
რუსეთის საომარ მოქმედებებში მხარდაჭერასა და ევროპულ ალიანსებთან კავშირის შენარჩუნებას ერთდროულად ცდილობს,- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგი ვრცელ ინტერვიუში ბირთვულ იარაღსა და თავდაცვით ხარჯებსაც შეეხო და თქვა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდიდა ჩიპებს, რომლებიც საბრძოლო რაკეტების დასამზადებლად გამოიყენება. „ჩინეთმა ომში რუსეთის დახმარებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს, პეკინი რუსეთის საომარ მოქმედებებში მხარდაჭერასა და ევროპულ ალიანსებთან კავშირის შენარჩუნებას ერთდროულად ცდილობს, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს. მიმდინარეობს საუბარი შესაბამის სანქციებზეც. ჩინეთი რუსეთს უზიარებს უამრავ ტექნოლოგიას და ჩიპებს რაკეტების დასამზადებლად, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება“,- აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)