|
2024-06-18 11:34:27, 529 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ხელისუფლება ავრცელებს დეზინფორმაციას - EU-ის ათჯერ მეტი დახმარება ხმარდება უწყებებს, ხოლო არასამთავრობოებს - მცირე ნაწილი
ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის, რომ ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არასამთავრობო სექტორი აღნიშნული დაფინანსებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. „ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას და ტყუილს მაშინ, როდესაც ევროკავშირის, ისე აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი, ათჯერ უფრო მეტი ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის სამინისტროებს და სხვა უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის ისევ, რომ ემსახურონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, დაიცვან შშმ პირების, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესები და ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ყოველთვის ავიწყდება“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)