|
2024-06-17 10:16:40, 506 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს - არა, უფრო საშიშია
სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს - არა, უფრო საშიშია,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან იტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე, უფრო მეტი ბირთვული იარაღი განათავსოს. ალიანსის ლიდერის განცხადებით, ბლოკმა უნდა აჩვენოს მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი, რათა "მტრებს" პირდაპირი "მესიჯი" გაუგზავნოს. "მე არ შევალ ოპერაციულ დეტალებში, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ... გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატოს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ იქამდე, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს - არა, უფრო საშიშია“,- თქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)