|
2024-06-15 12:49:27, 328 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი
2024 წლის 5 თვეში, ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს: პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს, ჯამში 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 39% ქართველია, ხოლო 61% სხვა ქვეყნის მოქალაქე. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას, რომლის შედეგად, ვიზიტორებს ხვდებათ უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია ეკოტურისტული სერევისების განვითარების მიზნით 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ: ბორჯომ-ხარაგაულის, კინტრიში-მტირალას, ქობულეთის, თბილისის, თუშეთი-ფშავ-ხევსურეთი-ყაზბეგის - ეროვნულ პარკებში. ასევე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა ზედაზენზე თბილისის ეროვნულ პარკში და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება და სხვა“, - აღნიშნულია სააგნეტოს ინფორმაციაში.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)